მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონში საუკეთესოა"

5a1fbb7e35ef5
თელარა გელანტია
30.11.17 12:03
1069
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 % შეადგინა, რაც რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია.

"სასიხარულო ამბავი, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა - წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრისთვის ეკონომიკური ზრდა 5,7 % გახლავთ, 10 თვეში კი 4,9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმი, რომელიც ჩატარდა, ის პროექტები, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც იგეგმება, შექმნის გაცილებით უფრო მეტ დინამიკას და ჩვენ მომავალი წელი ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან წელს ჩვენ მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. მომავალ წელსაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროგნოზებს გავცდეთ დადებითი კუთხით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები