მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ელჩი ჩინეთში Sinopharm-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

609e38e799e4f
BM.GE
14.05.21 12:42
1033
2021 წლის 14 მაისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ საელჩოში გამართა შეხვედრა “China Sinopharm International Corporation“-ის ვიცე-პრეზიდენტ იენ პინგთან.

შეხვედრისას ელჩმა მადლიერება გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და კომპანია “Sinopharm”-ის ხელმძღვანელობის მიმართ, კოვიდპანდემიის დროს საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობის, ქვეყნის მხარდაჭერისა და საქართველოსთვის ვაქცინების გადმოცემის გამო. ამასთან, მან ვიცე-პრეზიდენტს მიულოცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აღიარება, რამაც კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა “სინოფარმის“ ვაქცინა მსოფლიო მასშტაბით.

თავის მხრივ, იენ პინგმა ხაზი გაუსვა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეები კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები