მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ელჩი ვენესუელას დროებით პრეზიდენტს შეხვდა

5c74daa5c126d
BM.GE
26.02.19 10:17
907
საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია ვენესუელას დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხუან გუაიდომ მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისადმი.

"საუბრისას ხუან გუაიდომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული კატასტროფა უახლოეს პერიოდში დაიძლევა და გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მადუროს რეჟიმი ამყოფებს ქვეყანას დემოკრატიული ტრანზიციის შედეგად დასრულდება. საქართველოს ელჩის შეხვედრა ხუან გუაიდოსთან კოლუმბიის დედაქალაქში გაიმართა, სადაც მიმდინარეობს ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-ე შევედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგანგებო და სრულუფებიანი ელჩის - დავით სოლომონიას ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად იქნა მიწვეული სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით,"- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები