მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ენერგორესურსების 13% სამეგრელოს მდინარეებზე მოდის

62bc9fc08fad3
ალა ისპირიანი
29.06.22 22:45
1508
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელოს მდინარეები ელექტროენერგიის წყაროს წარმოადგენენ. მათი კვლევის მიხედვით, ამ მდინარეების ჰიდროენერგეტიკული რესურსების ჯამი 3.3 მლნ კილოვატია, რაც საქართველოს საერთო ენერგორესურსების 13%-ს აღწევს.

კვლევითი ცენტრის ანალიზით, იმის გამო, რომ მხარე წყლის უხვი რესურსებით გამოირჩევა, კარგი საშუალებაა დამატებითი ენერგო წყაროების შესაქმნელად.

"რეგიონში მდებარეობს 2441 დიდი და მცირე მდინარე. ძლიერი დახრილობისა და დიდი რაოდენობის ნალექების უხვწყლიანობის გამო, სამეგრელოს მდინარეები წარმოადგენენ ელექტროენერგიის წყაროს. მათი ჰიდროენერგეტიკული რესურსების ჯამი 3.3 მლნ. კილოვატია, რაც საქართველოს საერთო ენერგორესურსების 13%-ს აღწევს. სწორედ ამიტომ, წლებია პერმანენტულად ხდება ხოლმე აღნიშნულ რეგიონში, კერძოდ მესტიის რაიონში ხუდონჰესის მშენებლობის პერსპექტივის საკითხი.

განხორციელების შემთხვევაში, ხუდონჰესი სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური იქნებოდა საქართველოში ენგურჰესის (დადგმული სიმძლავრე 1,320 მგვტ და წლიური გამომუშავება 3.8 ტვტ.სთ-მდე) შემდეგ. ხუდონჰესის დაგეგმილი სიმძლავრე უნდა ყოფილიყო 702 მეგავატი, საშუალო წლიური გამომუშავება 1,5 მილიარდი კვ/სთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მოძრაობები ხუდონჰესის პროექტის იდეის განახლების შესახებ 2013 წლებში შეიმჩნეოდა, ამჟამად პროექტი შეჩერებულია. ამის მიზეზი გარემოსდაცვითი პრობლემები და ადგილობრივი ხაიშის თემის და სვანეთის მოსახლეობის კატეგორიული წინააღმდეგობაა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, წარმოებული ელექტროენერგიის მასშტაბი მნიშვნელოვანი იქნებოდა არა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის. დღეისთვის ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ მცირე და საშუალო ზომის ჰესები წარმოადგენს ყველაზე მარტივ და მდგრად, რაც მთავარია – შედარებით რეალისტურ და განხორციელებად შესაძლებლობას დამატებითი ენერგო წყაროების შესაქმნელად.

ყველა შემთხვევაში ეს რეგიონი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის თვალსაზრისით საინტერესოა, თუმცა მნიშვნელოვანი და პასუხგასაცემი კითხვაა შემდეგი – რამდენად სჯობს საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი 29 მაგალითად 10 მცირე ჰესის პროექტის განხორციელება 1 მსხვილი ჰესის პროექტის განხორციელებას, როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ისე – მოგების, ხარჯთაღრიცხვის თვალსაზრისით და ა.შ. ეს ეხება როგორც მთლიანად რეგიონს, ასევე – წალენჯიხის მუნიციპალიტეტს", - ნათქვამია კვლევაში.

ინფორმაციისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა "სამეგრელო ზემო სვანეთის საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი" მიმდინარე წელს გამოაქვეყნა. პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები