ახალი ხედვა და ახალი სახეები ენერგეტიკის სექტორში, თომას ედისონის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივმა ცენტრი დანაპირებს ასრულებს და ბაზარზე ახალი მიდგომებით და ახალი სახეების პრომოციით მკვიდრდება, დაარსებიდან 2 თვის თავზე თომას ედისონის საზოგადოებრივი ცენტრი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორად მოგვევლინა, ცენტრის ინიციატივით საქართველოში ლატვიელი უმსხვილესი გამანაწილებელი კომპანიის sadalestikls-ის (https://sadalestikls.lv/en) წარმომადგენლები და ლატვიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ, რომელთა მონაწილეობით თბილისსა და ბათუმში ელექტროენერგეტიკული კონფერენცია გაიმართა, სადაც დარგის სპეციალისტებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკაში არსებული გამოწვევები განიხილეს.
სტუმრები ედისონის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრიდან:
- მიხეილ ოდიშარია - ენერგეტიკოსი, რომელიც 2018 წლიდან არის აქტიურად ჩართული ქართული ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში, მუშაობდა USAID- ის ენერგეტიკულ პროგრამაში, ამჟამად ედისონის ცენტრის პარალელურად მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ბაზრის განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე, ასევე მუშაობდა Energy community ში, მიჰყავს ბლოგი, რომელიც მთლიანად ენერგეტიკის საკითხებს ეძღვნება.
- დავით დგებუაძე - დამოუკიდებელი ექსპერტი, ენერგეტიკოსი 20 წლიანი გამოცდილებით, 2007-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და თომას ედისონის 1-4 ოქტომბრის კონფერენციების მოწვეული სპიკერი. აღსანიშნავია, რომ კონფერენციების თემატიკებიდან გამომდინარე ედისონის ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს ახალი სახეებისა და ექსპერტების წარმოჩენას.
სტუმრები: მიხეილ ოდიშარია - ედისონის ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი;
დავით დგებუაძე - ენერგეტიკოსი, დამოუკიდებელი ექსპერტი.