საქსტატის ანაგრიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $12.48 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი $3.36 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით, 22.9 პროცენტით მეტი იყო, ხოლო იმპორტი $9.12 მილიარდი დოლარი (14.9 პროცენტით მეტი).
შედეგად უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წელს $5.76 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1 პროცენტი შეადგინა.
უფრო დეტალურად თუ რა პროდუქციის ექსპორტი და იმპორტი არის გაზრდილი საქსტატი 21 იანვარს გაასაჯაროვებს.

























