მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ექსპორტი და საექსპორტო ბაზრები - დივერსიფიცირება, როგორც სტრატეგია

BM.GE
25.03.22 12:41
422
2022 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოდან 54.5%-ით მეტი ექსპორტი გავიდა. ადგილობრივი ექსპორტი - ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე - მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 73%-ია. 

უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი - 90 მლნ. ამერიკული დოლარით, ბულგარეთი - თითქმის 84 მლნ. ამერიკული დოლარი და რუსეთი - დაახლოებით 80 მლნ. ამერიკული დოლარით. 

ათეულში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები - დაახლოებით 156 მლნ. ამერიკული დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28%-ია. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 100.5 მლნ. ამერიკული დოლარით - მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18%, ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 58 მლნ. ამერიკული დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.5%-ია. 

რაც შეეხება, რუსეთზე და სხვა სავაჭრო პარტნიორებზე საქართველოს დამოკიდებულებას ექსპორტის თვალსაზრისით, შეგვიძლია შევხედოთ ახლა ინფოგრაფიკას და დავინახავთ, რომ რუსეთი და უკრაინა ერთად - საკმაოდ მაღალი პროცენტული დამოკიდებულება გამოდის ამ ორ ბაზარზე.


სტუმარი: ჯონ ვუდერმანი - "ხოხბის ცრემლები", დამფუძნებელი



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები