მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ექსპორტი გაიზარდა - სად, რას ყიდის\ყიდულობს ქვეყანა?

საქსტატმა 2024 წლის 10 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოდან ექსპორტმა და მათ შორის რეექსპორტმა წელს 5.46 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით მეტია. გაზრდილია იმპორტიც. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მილიარდს გადააჭარბა, რაც წლიურად 5.5 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები