2024 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან უცხოეთში 3.53 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კლება ძირითადად სპილენძის მადნების ექსპორტის შემცირებას უკავშირდება. 2024 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან 36 მილიონი დოლარის ღირებულების მადნები გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $344 მილიონი დოლარით, ანუ 91%-ით ნაკლებია. ამ საქონელში არსებული შემცირების მიუხედავად, საქართველოდან სხვა დასახელების პროდუქტების ექსპორტი გაზრდილია და საექსპორტო რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს 1.2 მილიარდი დოლარის შემოსავლით.
საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი 2024 წლის იანვარ-ივლისში:
- მსუბუქი ავტომობილები - 1.19 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.3%;
- ფეროშენადნობები - $201 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 81%;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $174 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 16%;
- სპირტიანი სასმელები - $162 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 65%;
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $117 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 227%;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $97 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26%;
- გაზიანი შაქრიანი სასმელები - $75 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12%;
- აზოტოვანი სასუქები - $73.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 31%;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $63 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.2%;
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $58 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12%.