მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ექსპორტში EU-ს წილი 10-წლიან მინიმუმზეა

ევროკავშირი

2024 წლის 10 თვეში საქართველოდან ევროკავშირში სულ 456 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა. ეს თანხა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 155 მილიონი დოლარით, ანუ 25%-ით ნაკლებია.

შემცირების შედეგად, საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 10%-ს ჩამოსცდა და 8.4% შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წლის 10 თვეში EU-ში საქართველოდან $612 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა და ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში 12% იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირზე საქართველოს ექსპორტის 10%-ზე ნაკლები არასოდეს მოდიოდა.

ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში და ექსპორტირებული საქონლის მოცულობა 2014-2024 წლების 10 თვის განმავლობაში:

წელი EU-ში ექსპორტის მოცულობა იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში
2024 წელი $457 მლნ დოლარი 8.4%
2023 წელი $612 მლნ დოლარი 12.0%
2022 წელი $715 მლნ დოლარი 15.8%
2021 წელი $539 მლნ დოლარი 15.9%
2020 წელი $557 მლნ დოლარი 20.5%
2019 წელი $651 მლნ დოლარი 21.3%
2018 წელი $584 მლნ დოლარი 21.1%
2017 წელი $528 მლნ დოლარი 23.8%
2016 წელი $439 მლნ დოლარი 25.7%
2015 წელი $518 მლნ დოლარი 28.3%
2014 წელი $504 მლნ დოლარი 20.8%

2024 წლის 10 თვეში ევროკავშირში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი თხილი იყო, რომლის ექსპორტმაც $45 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 20%-ით არის გაზრდილი. თუმცა სანაცვლოდ, 85%-ით შემცირდა ევროკავშირში სპილენძის მადნების და კოცენტრატების ექსპორტი, რამაც წელს 42.5 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, გაიზარდა ძვირფასი მეტალების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 40 მილიონ დოლარამდე, რა საქონლის ექსპორტიც გასულ წელს ევროკავშირში არ განხორციელებულა.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული ასე ნაწილდება:

საქონელი ექსპორტის მოცულობა ზრდა/კლება 2023 წელთან შედარებით
თხილი და სხვა კაკალი $45.3 მლნ დოლარი 20%
მადნები და კონცენტრატები სპილენძის $42.5 მლნ დოლარი -85%
მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა $39.8 მლნ დოლარი 2,445%
ნავთობი და ნავთობპროდუქტები $30.5 მლნ დოლარი 308%
ყურძნის ნატურალური ღვინოები $26.8 მლნ დოლარი 9%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები