მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ექსპორტში EU-ს წილი 10-წლიან მინიმუმზეა

ევროკავშირთან შემცირებული ვაჭრობის ფონზე მზარდია მაჩვენებლები რუსეთში. ღვინის მაჩვენებლები რომ ავიღოთ, ექსპორტი ჯამურად 9%-ით - 237 მლნ დოლარამდე გაიზარდა და მისი 68% მოდის ერთ ბაზარზე, რომელსაც ჰქვია რუსეთი. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ კლების ნაცვლად რუსეთის ბაზარზე გაყიდვების ზრდა 2021 წლიდან დაიწყო და შარშან 65%-ს აღწევდა.

მთავარი საექსპორტო ბაზრების რეიტინგი დღეისათვის ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 161 მლნ დოლარი;
  • პოლონეთი - 13 მლნ დოლარი;
  • უკრაინა - 10 მლნ დოლარი;
  • ყაზახეთი - 8.6 მლნ დოლარი;
  • ჩინეთი - 7.5 მლნ დოლარი;
  • აშშ - 6.4 მლნ დოლარი;
  • ბელარუსი - 6.1 მლნ დოლარი;
  • გერმანია - 5 მლნ დოლარი;
  • ლატვია - 3.2 მლნ დოლარი;
  • ლიეტუვა - 1.9 მლნ დოლარი;

2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით არის გაზრდილი, პოლონეთში კი ზრდა 11%-ით. მათგან განსხვავებით ექსპორტი შარშანდელთან შედარებით შემცირებულია უკრაინასა და ჩინეთში.

სტუმარი: შალვა ქურდაძე - მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები