მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება - რას შეცვლის გადაწყვეტილება?

645d1e646a4e7
BM.GE
11.05.23 21:29
800
ვატიკანის ბიბლიოთეკა ქართველი მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ბიბლიოთეკაში, საქართველოს შესახებ დაცულ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელი გახდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაფორმდება.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძის განცხადებით, ასევე საუბარია, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა ჰქონდეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს, რათა მომავალში გაიგზავნოს მკვლევარები დაცული მასალების შესასწავლად.

აღნიშნული შეთანხმება, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვატიკანში შეხვედრის შემდეგ შედგა.

„შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ქართველი ბიბლიოთეკარები და არქივარიუსები ჩაერთონ შესაბამის პროგრამებში, რომლებიც გაივლიან გადამზადებას. კვლევითი და მეცნიერული საქმიანობის კუთხით ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ცნობილია, რომ ვატიკანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცავი აქვს, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული წყაროა დაცული მე-15 საუკუნიდან დღემდე. მათ შორის ეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდებს მოიცავს,“ - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები