საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - სეუს - ტერიტორიაზე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი 18 აგვისტოდან გაიხსნება.
ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.
ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს.
მისამართი : წინანდლის N9

























