საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
"გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ისტორიის დაწერა და დღეს საქართველოს დამსახურებულად მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი!", - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.