მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 24 ნოემბერს მეტავერსში გადაინაცვლებს

637cdb200bd33
BM.GE
23.11.22 09:00
549
მეტავერს ღონისძიებების სააგენტოს, ARRIVAL-ის ორგანიზებით 24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა სტუმრებს ფიზიკურ ლოკაციასთან ერთად Spatial-ის მეტავერსში უმასპინძლებს.

ღონისძიება სახელად Web3 Startups Night რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელსაც ARRIVAL-ის გუნდი ჰიბრიდული მოდელით ჩაატარებს. Web3 კონფერენციის ჰიბრიდული მოდელი გულისხმობს ვირტუალური და რეალური სამყაროების სინთეზს, რაც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ იმავე ივენთს, რომელიც ფიზიკურ ლოკაციაზე ტარდება.

საღამოს გახსნიან Web3 სივრცეში მოღვაწე წარმატებული სტარტაპერები, როგორებიც არიან ზურა შარაშენიძე, Two Point Zero-ს აღმასრულებელი დირექტორი, გივი გამყრელიძე, კომპანია ფარაოს დამფუძნებელი და დირექტორი და ლუკა ბახსოლიანი NXT Lab-ის მმართველი პარტნიორი.

ისინი გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ამ სფეროში და ისაუბრებენ სირთულეებზე, რომლებიც Web3-ში ბიზნესის დაწყებასთან ერთად იჩენს თავს.

ისინი ასევე განიხილავენ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაშია და სტუმრებს ექნებათ პირდაპირ რეჟიმში კითხვების დასმის შესაძლებლობა.

სპიკერების გამოსვლის დასრულების შემდეგ, სტუმრების თვალწინ გაიმართება Audio Reactive Immersive შოუ, რომელიც მნახველს საოცარ აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებას სთავაზობს.

ღონისძიებაზე მეტავერსში უფასოდ დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია - bit.ly/3G3pwQM 
რეალურ სივრცეში დასასწრები ბილეთების შეძენა, შესაძლებელია tkt.ge-ზე - tkt.ge/show/11343/web3-startups-night.

Web3 Startups Night ღონისძიების ორგანიზატორია Arrival - მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს, ორგანიზაციებს ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის.
ღონისძიების პარტნიორები არიან: MetaViu, GITA, Noxtton, Binance , Spark, Sakartvelo Insight, Kettari Foundation.

R