მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვევა

ეუთო

8-10 მარტს საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს - ინფორმაციას ამის შესახებ ეუთო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართულ მხარესთან განიხილონ და აზრები გაცვალონ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დელეგატები შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკური აქტორების ფართო წრესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა იმსჯელონ საქართველოსთან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომი ჩართულობისა და თანამშრომლობის შესახებ.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან:

  • პერე ჟოან პონსი (ესპანეთი) - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი;
  • ლუის გრაჩა (პორტუგალია) - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში;
  • ეივროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო) - პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  • კრისტინ ბლოუერი (გაერთიანებული სამეფო) - დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  • რობერტო მონტელა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები