ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს მთავრობას "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ეს კანონი, რომელიც გაზრდის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას, საქართველოს ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს",- წერს ბორელი.
The Georgian Parliament adopted laws on ‘family values and protection of minors’ which will undermine the fundamental rights of the people and increase discrimination & stigmatisation.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) September 18, 2024
I call on Georgia to withdraw this legislation, further derailing the country from its EU path.
17 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კანონპროექტი მესამე მოსმენით, 84 ხმით, დღეს მიიღო.