მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა 71%-მდე გაიზარდა - CRRC

ევროკავშირი საქართველო

კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 71% უჭერს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა 2015 წლიდან მოყოლებული მზარდია, 2021 წელს კი მაჩვენებელი 63% იყო.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმეტესობა, 48% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს.

რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებას, მხარს 57% უჭერს, რაც 2021 წელს დაფიქსირებულ 60%-თან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.

ამასთან, კითხვაზე, რამდენად უჭერთ მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, 7% ამბობს, რომ მხარს უჭერს, უმეტესობა კი არ ემხრობა.

2024 წლის „კავკასიის ბარომეტრი“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები