მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს“ - ევროპის საკითხებში ჰესენის ფედერალური მხარის მინისტრი საქართველოშია

647735435f835
BM.GE
31.05.23 15:58
376
გერმანიის ჰესენის ფედერალური მხარის ევროპის საკითხთა მინისტრი, ლუცია პუტრიხი ოთხდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

დიპლომატიური უწყების ცნობით, ეს ვიზიტი ერთი მხრივ ემსახურება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ამჟამინდელი მდგომარეობის გაცნობას და მეორე მხრივ ეს უნდა იყოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება.

„სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული კონფლიქტები ძალიან ჰგავს ამჟამინდელ ომს უკრაინაში. ჩვენს ინტერესებშია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობა შენარჩუნდეს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი დაიცავს საერთაშორისო შეთანხმებებს და პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს. ამიტომ ამ ვიზიტის მიზანი ასევე არის მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის: „ჩვენ თქვენ არ დაგვვიწყებიხართ, თქვენ არ ხართ მარტო!“ - განაცხადა საქართველოში გამომგზავრებამდე ლუცია პუტრიხმა.

საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ლაშა დარსალიასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ბატონ გენადი არველაძესთან, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან და საქართველო-გერმანიის მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან. პარასკევს იგი გაემგზავრება გორში და ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), რომელშიც მონაწილეობს 200 დამკვირვებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ქალბატონი მინისტრი ასევე შეხვდება ორ პოლიციელს ჰესენის ფედერალური მხარიდან, რომლებიც მისიაში მსახურობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები