"საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს", - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი "ფეისბუკის" გვერდზე წერს. "რუსული კანონის" მხარდამჭერი ყოფილი დეპუტატი სტატუსს ქართულ და აფხაზურ ენებზე აქვეყნებს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს. მიხეილ ყაველაშვილი არის პატრიოტი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს სამშობლოს სიყვარულით და წარმატებებს ვუსურვებ მას ქვეყნის საკეთილდღეოდ. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც დაგვაახლოებს სასურველ მიზანთან - ქვეყნის კვლავ გაერთიანებასა და გამთლიანებასთან", - წერს ლევან მგალობლიშვილი.