"საქართველოს ფოსტა" მაღალი გამავლობის ავტომანქანებს შეიძენს
,,საქართველოს ფოსტა“ 15 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც 400 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით ავტომანქანები 1,3 დან 1,7 ძრავის მოცულობით უნდა იყოს და 8-10 ლიტრ საწვავს მოიხმარდეს, აუცილებელია ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფი. დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 23 აპრილამდე შეეძლებათ.