მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ფოსტა" საერთაშორისო საფოსტო ოპერატორებს უზიარებს გამოცდილებას

ფოსტა
BM. GE
19.09.23 11:54
60

მიმდინარე წლის 12 – 14 სექტემბერს, მსოფლიო საფოსტო კავშირის ორგანიზებით, საქართველოში, გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით „წინასწარი ელექტრონული მონაცემები, საბაჟო დეკლარაციის სისტემა და საფოსტო უსაფრთხოება“.  

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „უსაფრთხოება და საბაჟოსთან დაკავშირებული ელექტრონულ მონაცემთა მიმოცვლის“  ფარგლებში (“Security and Customs Related Electronic Data Exchange Extension (SECUREX-extension) project”)).

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, სერბეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლაოსის, მოლდოვის, მონღოლეთის, პაკისტანის დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა და საბაჟოს წარმომადგენლებმა, ასევე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, მსოფლიო საფოსტო კავშირის და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებმა. სემინარის ფარგლებში, საქართველოს ფოსტამ  გაუზიარა გამოცდილება მონაწილე ქვეყნებს.

სემინარის მსვლელობისას, მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა წინასწარი ელექტრონული მონაცემების, საბაჟო დეკლარაციის სისტემისა და საფოსტო უსაფრთხოების მიმართულებით.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები