მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ფოსტა" შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის

5e847fdb1508d
BM.GE
01.04.20 15:48
2112
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს „საქართველოს ფოსტის“ კურიერების მეშვეობით საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ.

სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ დარიგდება.

არასრულწლოვნებს ასევე მიეწოდებათ საქართველოში დამზადებული პირბადეები.

ბინაზე მომსახურების სერვისი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლობით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტის კურიერები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ბინაზე ემსახურებიან.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები