მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფოსტამ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოაწყო

ფოსტა
12.04.24 11:35
192

საქართველოს ფოსტამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას.

პროექტის ფარგლებში, 10 აპრილს, საქართველოს ფოსტის ინიციატივითა და ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, აჭარის აღნიშნულ ლოკაციებზე მდებარე ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოეწყო.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები