მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ფოსტამ" კომპანიების სარჩელის საფუძველზე ტენდერი გააუქმა

5bd94453e2983
თამუნა დემეტრაშვილი
31.10.18 09:56
738
,,საქართველოს ფოსტამ“ ,,პე ეს პე დაზღვისა“ და ,,საქართელოს სადაზღვევო ჯგუფის“ საჩივრების გამო ტენდერი გააუქმა. ორივე კომპანია ,,საქართველოს ფოსტას“, კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის- ,,გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ ლობირებაში ადანაშაულებდნენ. მათ დავების საბჭოში საჩივარიც შეიტანეს, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ფოსტამ სატენდერო დოკუმენტაციაში ისეთი მოთხოვნა ჩადო, რომლის დაკმაყოფილებაც მხოლოდ ამ კომპანიას შეეძლო. საუბარია ე.წ. ,,კრიტიკული დაავადებების“ დაზღვევის სერვისზე, აღნიშნული პროდუქტი კი მხოლოდ ,,გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ ჰქონდა.

შესაბამისად, კლიენტებთან უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, დადებითი რეკომენდაციების წარდგენაც მხოლოდ მას შეეძლო, რასაც ,,საქართველოს ფოსტა“ ტენდერის პირობებით ითხოვდა. დავების საბჭომ კომპანიების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ფოსტის სატენდერო კომისიას პირობების გადახედვა დაავალა. ,,საქართველოს ფოსტაში“ საბოლოოდ აღიარეს, რომ ტენდერის ტექნიკური დავალების ნაწილი შესწორებას საჭიროებდა, ამიტომაც მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ ის საერთოდ გაეუქმებინათ. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე ,,საქართველოს ფოსტამ“ ტენდერი სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა და ის 1900 თანამშრომლის დაზღვევას ითვალისწინებდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 670 ათასი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები