საქართველოს ფოსტამ როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ გზავნილებზე ტარიფები გაზარდა. მიუხედავად BMG-ის არაერთი მცდელობისა, ტარიფების ცვლილებაზე საქართველოს ფოსტაში განმარტებებს არ აკეთებენ. მცირე ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობას გაწყვეტენ. რა გავლენა ექნება ბაზარზე ფოსტის მხრიდან ტარიფების მნიშვნელოვან ზრდას და როგორ აფასებს ცვლილებებს ბიზნესი?