საქართველოს ფოსტამ როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ გზავნილებზე ტარიფები გაზარდა. წინასწარი გაფრთხილების გარეშე გასამმაგებული ტარიფები მცირე მეწარმეებისთვის განსაკუთრებულად პრობლემური აღმოჩნდა და შესაბამისად მათი თქმით არჩევანი პატარა კომპანიების სასარგებლოდ გაკეთდება. ფოსტამ საერთოდ გააუქმა 6-ლარიანი მარტივი გზავნილი. ამასთან, ფილიალში ამანათის მიტანის საფასური 14 ლარი, ხოლო მისამართზე მიტანის - 19 ლარი გახდა.