საქართველოს ფოსტამ თბილისში 170-მდე ჯიხური ბიზნესმენ ილია წულაიას კომპანიას მიაქირავა - ქვეიჯარით ის ჯიხურები გაიცა, რომელიც საქართველოს ფოსტას იჯარით აქვს აღებული და მათზე საგამონაკლისო წესი მოქმედებს. სატრანსპორტო ზონაში მყოფი ყველა სხვა ჯიხური კი, თბილისის მერიამ უკვე აიღო. ვის აქვს თბილისში ჯიხურის დადგმის უფლება, რა პროცესი უნდა გაიაროს ბიზნესმა ამისთვის და რა პირობებით გასცემს საქართველოს ფოსტა ქვემოიჯარეებისთვის მისთვის მინიჭებულ პრივილეგირებულ უფლებას?