მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ფოსტის" ხელმძღვანელი საფოსტო ჰაბების შექმნის ინიციატივით გამოდის

5af416a924c4e
BM.GE
10.05.18 13:49
713
"საქართელოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი "მსოფლიო საფოსტო კავშირის" მიერ ორგანიზებულ ფორუმზე- „UPU WORLD CEO FORUME 2018“ - საფოსტო ჰაბების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. როგორც ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნა, ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნა მზარდია, რაც საფოსტო მომსახურებაზეც აისახება. "იზრდება მომხმარებლების მოთხოვნა საფოსტო ოპერატორების მიმართ, რათა მათ სწრაფად მიიღონ გზავნილები. ამისათვის საჭიროა გამართული ლოჯისტიკა და მჭიდრო კავშირები, ამას საფოსტო ჰაბების შექმნით შევძლებთ,სპეციალური საფოსტო ჰაბი და კონსოლიდირებული საფოსტო გზავნილები იქნება გარანტი იმისა, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სატრანზიტო პერიოდი. ამ პროცესში მეტად მნიშვნელოვანია ავია კომპანიების ჩართულობა. ვფიქრობ, მსოფლიო საფოსტო კავშირი შეძლებს დაადგინოს სტანდარტები როგორც საერთაშორისო ჰაბებისთვის, ასევე ავია კომპანიებისთვის, რაც უზრუნველყოფს ძლიერ და სწრაფ ლოჯისტიკურ მომსახურებას მთელი მსოფლიოს მაშტაბით", - განაცხადა ჩიკვაიძემ.

ფორუმზე წარდგენილი პროექტი ასევე ითვალისწინებს ქვეყნებს შორის წერილობითი კორესპოდენციის გარკვეული სახეობის გაცვლას ელექტრონული გზით, ჰიბრიდული ფოსტის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებას საერთაშორისო წერილობითი კორესპოდნციის გაცვლისთვის.

აღსანიშნავის, რომ ერთ-ერთი ასეთი მცირე ჰაბის პროექტს "საქართველოს ფოსტა" დამოუკიდებლად ახორციელებს. წლის ბოლომდე აეროპორტის ტერიტორიაზე გზავნილების დახარისხების ახალი ცენტრის მშენებლობა უნდა დაიწყოს. პროექტის მიზანია შეიქმნას თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი, რომელმაც გზავნილების მზარდი ნაკადის გამტარუნარიანობა უნდა უზრუნველყოს. "საქართველოს ფოსტაში" აღნიშნავენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონალურ ჰაბად განვითარების პროცესს.

"UPU WORLD CEO FORUME 2018"-ის სტამბულში გაიმართა და მას საფოსტო კავშირის 60 წევრი ქვეყნის ეროვნული საფოსტო ოპერატორის ხელმძღვანელი ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები