მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ფსტის იმპორტი 20%-ით გაუძვირდა - სად ვყიდულობთ?

ფსტა

წელს საქართველომ 9.6 მლნ აშშ დოლარის 1 124 ტონა ფსტა იყიდა, რაც თანხაში 85.2% ზრდაა, რაოდენობაში კი 54.1%-ით მეტია.

გასულ წელს, ქვეყანამ 1 კილოგრამი ფსტის იმპორტში [საბაჟოზე გადასახადების გარეშე] 7.11 დოლარი გადაიხადა, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კი 8.55 დოლარი. შედეგად, ფასის ზრდა 20.2%-ია.

  • აშშ - 8.3 მლნ აშშ დოლარის 918.1 ტონა;
  • თურქეთი - 1.1 მლნ აშშ დოლარი 123.6 ტონა;
  • ირანი - 116.6 ათასი აშშ დოლარის 82.9 ტონა.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, გლობალურ ბაზარზე ფსტის ფასი მკვეთრად გაიზარდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ირანზე ფსტის გლობალური ექსპორტის დაახლოებით 30% მოდის, რეგიონში არსებული ვითარება კი ბაზარზე მწვავე დეფიციტს ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები