მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ფსტის იმპორტი 70.6%-ით გაუძვირდა - სად და რა ფასად ვყიდულობთ?

ფსტა

წელს 6 თვეში საქართველომ 21.9 მლნ აშშ დოლარის 2 886 ტონა ფსტა იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თანხაში 121%-ით მეტია, რაოდენობაში კი ზრდა მხოლოდ 30%-ია.

საქართველო 2024 წელს 1 კილოგრამ ფსტას 4.46 დოლარად ყიდულობდა [საუბარია ფასზე საბაჟო გადასახადების გარეშე] 2025 წელს კი 1 კგ-ის ფასი 7.61 დოლამდე გაიზარდა.

რაც შეეხება 2025 წლის იმპორტიორ ქვეყნებს:

  1. აშშ - 12.8 მლნ აშშ დოლარის 1 569 ტონა;
  2. თურქეთი - 8.5 მლნ აშშ დოლარის 946 ტონა;
  3. ირანი - 356.7 ათასი აშშ დოლარის 344 ტონა;
  4. ჰონ-კონგი - 160.6 ათასი აშშ დოლარის 20 ტონა;
  5. ტაჯიკეთი - 29 ათას აშშ დოლარის 3 ტონა.

მცირე რაოდენობით ფსტა შემოვიდა უზბეკეთიდან, სომხეთიდან და პოლონეთიდანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები