მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს გადასაღები ლოკაციების პრომო ვიდეო საუკეთესოდ აღიარეს (ვიდეო)

57bae2d502fe6
BM.GE
22.08.16 15:28
25438
2016 წლის 2 აგვისტოს კინოკომისიების საერთაშორისო ასოციაციამ (AFCI) საუკეთესო გადასაღები ლოკაციების პრომო ვიდეოს გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში 18 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც.

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ხმის მიცემა რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, 19 აგვისტოს კი გამარჯვებული 423 ხმით საქართველო გახდა.

დაჯილდოვების ცერემონია სექტემბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გაიმართება, სადაც საქართველოს კინოკომისიას დააჯილდოვებენ.

ეროვნული კინოცენტრი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობდა და მხარს უჭერდა საქართველოს გადასაღები ლოკაციების პრომო ვიდეოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები