საქართველოს განვითარების ფონდი ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება. ახალი მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს მიზანი საინვესტიციო საქმიანობის განახლება და ფონდის არსებობის საჭიროების დამტკიცებაა. საქართველოს განვითარების ფონდი საპარტნიორო ფონდის სამართალმემკვიდრეა, რომელსაც ახალი პროექტების დაფინანსება, სავალუტო ფონდის მოთხოვნით 2017 წლიდან ჰქონდა შეზღუდული... საპარტნიორო ფონდისგან განსხვავებით, სახეცვლილი ფონდის აქტივებში აღარ არიან მსხვილი სახელმწიფო საწარმოები საქართველოს რკინიგზა თუ ნავთობისა და გაზის კორპორაცია. რა აქტივები რჩება საქართველოს განვითარების ფონდის ქვეშ, როგორია ახალი მენეჯმენტის საინვესტიციო სტრატეგია და საიდან მოიზიდავს ფონდი დაფინანსებას, როდესაც სახელმწიფო გარანტორის როლზე დღეს უარს ამბობს?
სტუმარი: დიმიტრი ხორავა - „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი