მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს განვითარებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სჭირდება - დიმიტრი ხორავა

ხორავა

საქართველოს განვითარების ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი ხორავა მიიჩნევს, რომ საქართველოს განვითარებისთვის FDI სჭირდება.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, განვითარებისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია ცოდნა და ტექნოლოგიები.

„საქართველოს განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციები,ცოდნა და ტექნოლოგიები სჭირდება, რომ აქ წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს. იმისათვის, რომ ღირსეულად ვიყოთ წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე, ინვესტიცია, ცოდნა და ტექნოლოგიები ამას ხელს მნიშვნელოვან შეუწყობს“, - განაცხადა მან.

დიმიტრი ხორავას თქმით, ინვესტორებისთვის უფრო მნიშვნელოვანი მშვიდობა და სტაბილურობაა.

„ინვესტორებთან მთავარი საკითხი, რეგიონი რა იქ არსებული მდგომარეობაა. ინვესტორს უნდა მშვიდობა და სტაბილურობა, ამიტომ ეს მათთვის მთავარი შემზღუდველი ნაწილია. საინვესტიციო გარემოს რომ შევხედოთ თვითონ საგადასახადო რეჟიმიც საკმაოდ მომხიბვლელია, მაგრამ რისკები ამ მიმართულებით შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება წამყვანის ტრადიციულ კითხვას, რას უნდა დაესვას ქვეყანაში წერტილი, მან უპასუხა, რომ სხვის იმედზე ყოფნას, რადგან მისი მოსაზრებით, ყველამ იმ საქმეზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რასაც აკეთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები