„საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება ინტერესი“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა წამყვანის შესაბამის კითხვას.
- ვისურვებდი, ქვეყანაში იყოს ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს ინტერესი და აზარტი, რადგან განვითარების წინაპირობა ყოველთვის ინტერესია. თუ ინტერესი არ არის, შანსი არაა განვითარების.
- საქართველოში რას უნდა დაესვას წერტილი?
- წერტილი უნდა დაესვას ფიქრის სიზარმაცეს.
ვახტანგ ბაბუნაშვილი "ლიბერთის" გუნდს 2020 წლის ივლისში შეუერთდა. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. 2007 წლიდან არაერთი პოზიცია ეკავა ბანკ "რესპუბლიკაში", ასევე, "თიბისი ბანკსა" და "საქართველოს ბანკში" ფინანსური მიმართულებით.