მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს განვითარებისთვის სისტემური და თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება - ირაკლი ლაითაძე

ფინანსისტი

ყოფილი დიპლომატის, ფინანსისტ ირაკლი ლაითაძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის სისტემური და თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას. ფინანსისტი ფიქრობს, რომ „დღეს სისტემური შრომა გვაკლია“.

- საბოლოო ჯამში, ქვეყანა ხომ ინდივიდებისგან შედგება, ამიტომ ვფიქრობ, განვითარებისთვის გვჭირდება თანმიმდევრული და სისტემური შრომა, პატარ-პატარა ნაბიჯებით, ყოველგვარი ემოციური აღმაფრენის გარეშე; აი, ისე, როგორც მებაღე მუშაობს - წყნარად, მშვიდად და იღებს შემოსავალს, ოღონდ დღეს რას შვება, ან ხვალ არ ეტყობა...

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- წერტილი უნდა დაესვას უპასუხისმგებლობას; არ აქვს მნიშვნელობა მმართველი ძალიდან იქნება პოლიტიკოსი თუ ოპოზიციიდან; პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის - „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ…“ და მერე ისე რომ არ მოხდება, როგორც თქვა, არათუ თანამდებობიდან წავა, ბოდიშსაც არ მოიხდის. უპასუხისმგებლობა ყველა სფეროში პრობლემაა - დაწყებული მაღალი ეშელონებიდან, დამთავრებული რიგით ხელოსნამდე და უნდა დავუსვათ წერტილი. ამას ჩვენ ნაცვლად, სხვა ვერ იზამს.

ირაკლი ლაითაძე 2013 წლიდან დღემდე GMT Hospitality-ს ფინანსური დირექტორია. კერძო სექტორამდე კი სახელმწიფო სამსახურში იყო - 1993 წლიდან 2006 წლამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები