მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებშია 9 მაისი დასვენების დღე?

9 მაისი

8 მაისს მთელი დანარჩენი მსოფლიო, 9 მაისს კი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ნაციზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავს აღნიშნავენ. გამონაკლისია უკრაინა, რომელიც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფაშიზმის დამარცხებას 8 მაისს აღნიშნავს.

პოსტსაბჭოეთს მიღმა, 9 მაისს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე სერბეთში, მონღოლეთში, ისრაელში, მონტენეგროში და ბოსნია ჰერცეგოვინაში. თუმცა, არც ერთ ამ სახელმწიფოში 9 მაისი არ არის ოფიციალური უქმე დღე.

9 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული - საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდავეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.

უქმე დღეების რაოდენობით საქართველო ევროპაში ლიდერია. საქართველოს შრომის კოდექსი 17 უქმე დღეს ითვალისწინებს, რაც ევროპაში ყველაზე მეტია.

გარდა ოფიციალური უქმე დღეებისა, საქართველოში მთავრობის მეთაურს აქვს შესაძლებლობა პირადი გადაწყვეტილებით დადგენილების საფუძველზე კონკრეტული დღეები უქმედ გამოაცხადოს. მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წელს, 3-5 იანვარი გამოცხადდა უქმედ. ირაკლი კობახიძის მიერ კი, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები