მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზენტაცია

BM.GE
31.05.22 13:31
363
დღეს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც გასტრონომიულ სექტორს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ბორდის წევრებსა და დონორ ორგანიზაციებს წარედგინებათ ანგარიში უკვე განხორციელებული პროექტების, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია 2018 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანი საქართველოს გასტრონომიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია მისი ერთ-ერთი მიმართულების, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის როგორც დაცვა, ასევე განვითარება და რაც მთავარია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქართული კულინარიის მაქსიმალურად წარმოჩენა; საქართველოში ამ მიმართულებით განათლების კერების გაჩენა, მასტერკლასებისა და სხვადასხვა სასწავლებლების ამუშავების კუთხით; 

სტუმარი: ლევან ქოქიაშვილი - "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები