სამხრეთის გაზის დერეფნის დატვირთვა გაიზარდა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, წელს 7 თვეში ბაქო - თბილისი - ერზრუმის მილსადენით 13.385 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც წლიურად 167 მილიონ კუბურ მეტრზე მეტით, ანუ 1,3 პროცენტით არის გაზრდილი.
მთლიანობაში, აზერბაიჯანის მიერ მაგისტრალური გაზსადენებით 23.989 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზია ტრანსპორტირებული, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 2,4 პროცენტით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ გაზის საერთო ტრანსპორტირების ნახევარზე მეტი — 55,8% სწორედ ბაქო-თბილისი - ერზრუმის მილსადენზე მოდის. ამ გაზსადენით კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე „შაჰ-დენიზის“ საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირი აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და ევროპის ქვეყნებს მიეწოდება.




























