მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება მომავალი წლიდან დაიწყება

5a27adb2c05e7
BM.GE
06.12.17 12:41
3606
კომპანიამ BP საქართველოს ტერიტორიაზე ''სამხრეთის გაზის დერეფნის'' პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ კომპანია BP-ს რეგიონალური პრეზიდენტი გერი ჯონსი აცხადებს.

მიის თქმით, "სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში გათვალისწინებული პროექტები შეთანხმებული ბიუჯეტისა და დადგენილი გრაფიკის მიხედვით ხორციელდება და მილსადენი მზად არის.

"ვფიქრობ, რომ "შაჰდენიზის საბადოდან" საქართველოს გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას 2018 წლის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ" - აცხადებს ჯონსი.

"სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში 3500 კილომეტრიანი გაზსადენის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელიც ექვს ქვეყანაზე გაივლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები