მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვა - ”ბიზნესი 360 გრადუსით”-მარიამ ქოიავასთან ერთად!

ამჟამად საქართველოში 1,133 ღვინის აქტიური მწარმოებელია რეგისტრირებული. მათგან 54% შპს, ხოლო 41% ინდივიდუალური მეწარმეა. ღვინის მწარმოებელთა 97% მცირე ზომისაა და მსხვილად მხოლოდ 0.5% (6 ბიზნესი) კატეგორიზდება.თუმცა, საქართველოში ღვინოს არაერთი შინამეურნეობა აწარმოებს ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის და, შედეგად, ოფიციალურ მონაცემებში არ ხვდება. 2023 წელს საქართველოში ღვინის მწარმოებელი კომპანიების ჯამური ბრუნვა 1.1 მილიარდ ლარს აღწევდა. 2019-2023 წლებში ღვინის მწარმოებელი კომპანიების ბრუნვა ანუ საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4.7%-ით გაიზარდა,რაც ნაწილობრივ ღვინის ფასის ზრდით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ღვინის მწარმოებელი კომპანიების ბრუნვის 15%-მდე წილი სხვა წყაროდან (მაგ.: ჭაჭის და სხვა პროდუქციის წარმოებიდან) მიიღება.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში ღვინის 10 უმსხვილესი მწარმოებელი იყო (სია დალაგებულია ანბანურად):

  1. ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი 2. ასკანელი ძმები 3. ბადაგონი 4. დუგლაძეების ღვინის კომპანია 5. თბილღვინო 6. თელავის ღვინის მარანი 7. თელიანი ველი 8. კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა 9. მეღვინეობა ხარება 10. Bolero & Company

აღნიშნული 10 კომპანიის ჯამურმა ბრუნვამ 2023 წელს ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც ღვინის წარმოების მთლიანი სექტორის ბრუნვის თითქმის ნახევარი ანუ უფრო ზუსტად 46.6% იყო.

სტუმარი: მარიამ ქოიავა - SavvY-ის მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები