მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ

5b448f8ba89e8
BM.GE
10.07.18 14:50
814
2018 წლის 10-დან 17 ივლისის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ცნობილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ.

ცნობილი ამერიკელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები ე.წ „ლოკაციის მენეჯერები“, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „Momentum“, „The Air I breathe“, „The Patriot“, „Joe“, „Shallow Hal“, „Outcast“, „Legendary“, “The Last Castle” 1 კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას.

ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოს შესაძლებლობებს და არსებულ ინფრასტრუქტურას.

„აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია რასაც შემოსული 15 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 26,9 მლნ ლარს შეადგენს”,- ნათქვამია განცხადებაში.

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები