საქართველოს სავალუტო ფონდის მისია სტუმრობს. მისიის ფარგლებში ე.წ. მეოთხე მუხლის დოკუმენტის განახლება მოხდება, რაც მაკროეკონომიკური პარამეტრების შეფასებას მოიცავს, თუმცა როგორც სებ-ში განმარტავენ, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საქართველოში დაგეგმილი სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა განიხილონ, სწორედ IMF-ის შეჩერებულ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალებია. როგორც მარეგულირებელში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოსთვის პროგრამის აღდგენა მნიშვნელოვანია, თუმცა კონკრეტულ ვადა როდის შეიძლება განახლდება პროგრამის მიმოხილვა უცნობია.