მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" მხარდამჭერია

5c10f81f64850
BM.GE
12.12.18 15:58
601
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებლის დავით ბეჟუაშვილის ინიციატივით, კომპანია ,,დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდამჭერია.

,,ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გმირებით, რომლებიც ყოველი ჩვენთაგანისთვის უმნიშვნელოვანეს ფასეულობას - თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენენ. მათდამი მადლიერების, თანადგომის და ჩვენი სამოქალაქო მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’’ უერთდება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს - კომპანია “სილქნეთის” ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი თავდადებული მებრძოლების, გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა, რომ საუკუნეების მანძილზე შევინარჩუნეთ თვითმყოფადობა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვერდში დაუდგეთ ჩვენ მებრძოლეებს, რომლებიც ღირსეულად და თავდადებით იცავდნენ თავის სამშობლოს. იმ გმირებს, რომლებიც ძალიან მაღლა და ღირსებით აფრიალებენ ჩვენს ეროვნულ დროშას მსოფლიოს მრავალ კუთხეში და ასახელებენ ქართველ ერს და ქვეყანას.
მტკიცედ გვჯერა, რომ ბიზნესის მსგავსი სამოქალაქო ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ერთიანი თანადგომით შესაძლებელია იმ მებრძოლებზე უკეთესი ზრუნვა და ჩვენი პატივისა და მადლიერების გამოხატვა ქვეყნის დაცვისა და აღმშენებლობის საქმეში მათ მიერ გაწეული ღვაწლისადმი“, - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები