საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ქუთაისში ახალ ქარხანაში მილიონობით ლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა იორგ მატიასმა ბიზნესკონტრაქტს განუცხადა ინვესტიციის განხორციელება უახლოეს პერიოდში იგეგმება და შედეგად ინდუსტრიული ჯგუფი ქუთაისში მექანიკურ ქარხანაში დაიწყებს აღჭურვილობის წარმოებას.
კომპანიის განცხადებითვე გასულ წელს ინდუსტრიულმა ჯგუფმა საქართველოში საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია განახორციელა ენერგეტიკის სექტორში: კერძოდ გარდაბნის თბელექტროსადგურის შენებლობის პროცესში.
"საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის არამხოლოდ შიდა, არამედ გარე ფაქტორებიც მნიშვნელოვანია, მაგალითად ელექტროენერგიით ვაჭრობა დაკავშირებულია მეზობელ ქვეყნებთან. ამიტომ რაღაც დოზით არაპროგნოზირებადობა ყოველთვის იქნება. მომავალში მეტ სტაბილურობას ველოდებით, ასევე ვიმედოვნებთ რომ მოვამავალში გაცვლითი კურსიც დასტაბილურდება", - აცხადებენ ინდუსტრიუმ ჯგუფში.

























