მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ რიგით მეშვიდე საერთო კრება გამართა

60dc9434b581e
BM.GE
30.06.21 19:55
505
29 ივნისს, სასტუმრო „შერატონი გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა)რიგით მეშვიდე საერთო კრება გამართა.

საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად კორძაძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სიფას განვლილი 2 წლის საქმიანობის ანგარიში, ისაუბრა სიფას მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო განვითარებისა და საქმიანობის პერსპექტივებზე.

კრებაზე ჩატარდა მმართველი ორგანოს, გამგეობის, ერთი წევრის არჩევა, გამოკლებული წევრის ნაცვლად, დარჩენილი 1 წლის ვადით.

კრებამ ასევე განიხილა და დაამტკიცა საწესდებო ცვლილება, რომელიც უკავშირდება სიფაში იურიდიული ფირმის ასოცირებულ წევრად მიღების საკითხს და კრიტერიუმებს. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას უკვე შეიძლება ყავდეს როგორც ნამდვილი, ისე ასოცირებული წევრი იურიდიული ფირმები.

საერთო კრების ბოლოს გაიმართა სიფას მიერ სამშენებლო სამართალში ორგანიზებული, 4 თვიანი (48 კრედიტ საათი), სერთიფიცირებული, სასწავლო, პრაქტიკული კურსის წარმატებულ მსმენელებზე სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიება, რომელთაც სიფას სახელით მიენიჭათ სამშენებლო სამართლის სპეციალისტის კვალიფიკაცია.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია 23 წამყვან იურიდიულ ფირმას და 200-მდე ასოცირებულ წევრს აერთიანებს.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები