მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ივლისში ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა

5876117c81ef2
BM.GE
11.01.17 14:50
1438
საქართველოს ივლისში ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა 100-ზე მეტი წარმომადგენლით.  საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმის გამართვა დაანონსდა ბიზნეს გაერთიანება
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა“ (GEA) და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის  ხელშეწყობის საბჭოს (CCPITBJ) შორის შეხვედრაზე.

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და  მნიშვნელოვან ორგანიზაციას ჩინეთის უცხოური ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით.  იგი აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ 4000-მდე საწარმოსა და ორგანიზაციას პეკინში. მათი ორგანიზებით იმართება გლობალური ბიზნეს ფორუმები და  გამოფენები.  დაანონსებული ბიზნესფორუმი გაიმართება პროექტის „ერთი მსოფლიო, ერთი სარტყელის“  ფარგლებში. როგორც ჩინეთის მხარემ აღნიშნა, საქართველოში ვიზიტი ასტანაში  გამართული 3 თვიანი მსოფლიო ბიზნეს ფორუმის გაგრძელება იქნება. მათი სურვილია, ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია გამოუყვეს ე.წ აბრეშუმის გზას, რათა მაქსიმალურად  განავითარონ სავაჭრო ურთიერთობები ბიზნეს ფორუმების, გამოფნების საშუალებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები