მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ხანძრისგან გამოწვეული ზიანისთვის ნახევარ მილიონს გამოყოფს

599ea557741ac
BM.GE
24.08.17 14:06
980
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიები - სამედიცინო კორპორაცია "ევექსი", ფარმაცევტული კომპანიები "ჯპს", "ფარმადეპო" და სადაზღვევო კომპანია "იმედი L" საქართველოში ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500 000 ლარს გამოყოფს.

"დღეს მთელი ქვეყანა შეძრულია იმ სტიქიით, რაც საქართველოს ტყის მასივებში ხდება. ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ მეხანძრეებისა და მაშველების გმირულ შემართებასა და თავდაუზოგავ ბრძოლას სტიქიასთან. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად მოხდება ეკოლოგიური ზიანის აღდგენა", - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები