საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა IC Group-ის ორი საავადმყოფო შეიძინა. ერთი მათგანი ხაშურში, ერთი კი ქარელში მდებარეობს. IC Group საქართველოში უმეტესად მცირე და საშუალო ზომის საავადმყოფოებს ფლობს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის საავადმყოფოების რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, რაც ჯამში 2657 საწოლს აერთიანებს.
IC Group ორი საავადმყოფოს გასხვისებაში 10 მილიონ ლარს მიიღებს.