მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს კაპიტალი" $500 მლნ-ის ინვესტიციას განახორციელებს

5aa8ff63372aa
სალომე მეცხვარიშვილი
14.03.18 14:51
2258
საქართველოს კაპიტალი მომდევნო წლებში საქართველოში 500 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია კომპანიის შვილობილი დეველოპერული კომპანიის მ2-ის მიერ 10 სასტუმროს აშენება და გახსნა. მათ შორის იქნება როგორც 3-ვარსკვლავიანი, ასევე მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების გახსნა.

სასტუმროები აშენდება თბილისში, ქუთაისში, კახეთში და სამთო-სათხილამურო კურორტებზე. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, „საქართველოს კაპიტალი“ ინვესტიციებს განახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით, დაგეგმილია რამდენიმე უბნის მშენებლობა.

ინვესტიციები განხორციელდება ქართული მეღვინეობის მიმართულებითაც. გაფართოვდება ღვინის წარმოება რათა დაკმაყოფილდეს ექსპორტის გაზრდილი მოთხოვნა, განსაკუთრებით ჩინეთის მიმართულებით. საინვესტიციო კომპანიის შვილობილი კომპანიების ჩართულობით ინვესტიციები განხორციელდება განახლებადი ენერგიის ბიზნესში, მათ შორის ჰესების მშენებლობაში, სადაც ჯამში 119 მლნ დოლარის მოცულობის თანხა დაიხარჯება.

"საქართველოს კაპიტალი" BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგური კომპანიაა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან საინვესტიციო ჯგუფი BGEO Group PLC ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო (საქართველოს ბანკის ჯგუფი - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (საქართველოს კაპიტალი - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებს.

"საქართველოს კაპიტალი"-ი მოიცავს: 57% წილს "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში" (GHG), 100%-ს კომპანია "ჯორჯია გლობალ იუთილითის" (GGU), 100%-ს კომპანია "m2 უძრავი ქონება", 76% წილს "თელიანი ველი"-ში, 100%-ს სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" და 19.9% წილს საქართველოს ბანკის ჯგუფში (აღნიშნული წილი საქართველოს ბანკში იქნება საინვესტიციო და საბანკო ბიზნესის გაყოფის დასრულების შემდეგ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები